geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვალერიან ადვაძე
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1931

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1953–1956 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში; 1956–1988 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის და სახალხო მეურნეობის ისტორიისა და ეკონომიკური მოძღვრების ისტორიის კათედრის გამგედ; ერთდროულად 1978 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკური დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო–კვლევითი ინტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1988 წლიდან დირექტორი;  ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელ სპეციალურ საბჭოს; კვლევის ძირითადი სფერო იყო საქართველოს ეკონომიკა: მისი ომის შემდგომი განვითარება, პრობლემები, პერსპექტივები, მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის ისტორიის საკითხები; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1992 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

შრომები 

  • ეკონომიკური აზროვნების დეფიციტი, თბ.: მერანი, 2005.
  • კაპიტალისტური ქვეყენების ეკონომიური ისტორია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1978.
  • კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიური ისტორია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1975.
  • საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა მეთერთმეტე ხუთწლედში, თბ.: 1981.
  • საზღვარგარეთის სოციალისტური ქვეყნების ეკონომიური ისტორია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1968.
  • საქართველოს სსრ ეკონომიური განვითარება ომის შემდგომ პერიოდში, თბ.: საბჭთა საქართველო, 1968.
  • საქართველოს სსრ მრეწველობის ზრდის ტემპები და სტრუქტურა ომის შემდგომ პერიოდში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1970.
  • სსრ კავშირის ეკონომიური ისტორია, ნაწილი პირველი, თბ.: 1971.
  • სსრ კავშირის ეკონომიური ისტორია, ნაწილი მეორე, თბ.: 1973.
  • სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარება: საქართველოს სსრ გამოცდილება, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1987.
  • საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა, თბ.: 1977.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 16/11/2021
კატეგორია: ეკონომისტი